არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილი არის ჯოხი ოპოზიციის ბორბალში, ის ხელს უშლის ქვეყანაში ოპოზიციის განვითარებას - მის გუნდშიც ყველაზე გაკოტრებული პოლიტიკოსია

მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ჯოხი ოპოზიციის ბორბალში და ის ხელს უშლის ქვეყანაში ოპოზიციის განვითარებას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, სააკაშვილი საკუთარი გუნდის წევრებთანაც არ არის პირნათელი, რადგან პასუხისმგებლობას გაექცა და ეს „მის თანაგუნდელებსაც არ აქვთ დავიწყებული“.

„ვის ეშინია, ამას საზოგადოება უკვე წლების განმავლობაში ხედავს, ეს ხელისგულზეა, თუ თვალს გადავავლებთ, რა განცხადებებს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი ყველა არჩვენებზე და მერე ამას როგორ აკორექტირებდა მისი გუნდი. მაგალითად, სააკაშვილმა თქვა არჩევნების წინ ჩამოვალო და შემდეგ მისი გუნდი ამბობდა, რომ არჩევნების შემდეგ ჩამოვა, თუ გავიმარჯვებთო. წინა არჩევნებში გვახსოვს დრო, როდესაც მოდიოდა ღრუბელ-ღრუბელ, როდესაც მოდიოდა გვირაბებით, გვახსოვს დრო, როდესაც იდგა საზღვართან და უნდა გადმოსულიყო, სიმართლე არის ის, რომ ეს ადამიანი საქართველოში ვერ ჩამოდის.

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თანაგუნდელებთანაც არ არის პირნათელი, პასუხისმგებლობა, რომ მას მართლმსაჯულების წინაშე პასუხი უნდა გაეცა, მან ვერ აიღო თავის თავზე, ქვეყანა დატოვა, გაიქცა და არაერთი თანაგუნდელი დატოვა იმ პასუხისმგებლობის წინაშე, რომელიც იყო მისი. თუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი დავიწყებული აქვთ მის თანაგუნდელებსაც კი, თორემ ჩვენ რაში გვაინტერესებს ეგ ამბავი - თუ ჩამომსვლელია, ჩამოვიდეს.

მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ჯოხი ოპოზიციის ბორბალში და ის ხელს უშლის ქვეყანაში ოპოზიციის განვითარებას. მის გუნდშიც კი, ის არის ყველაზე გაკოტრებული პოლიტიკოსი, რადგან ის გაექცა პასუხისმგებლობას და მის გუნდში იყვნენ ადამიანები, ვინც ეს პასუხისმგებლობა აიღეს“,- განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა