არჩილ თალაკვაძე - ზოგიერთები, არათუ კოალიციას შექმნიან, იმის ნახევარ მხარდაჭერასაც ვერ მიიღებენ, რაც დღევანდელ პარლამენტში აქვთ

მგონია, რომ ზოგიერთები, არათუ კოალიციას შექმნიან, არათუ მხარდაჭერას გაზრდიან, იმის ნახევარ მხარდაჭერასაც ვერმიიღებენ, რაც დღევანდელ პარლამენტში აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

თალაკვაძის განმარტებით, თუ ოპოზიციურ პარტიებს კოალიციის შესაქმენლად საჭირო ხმების რაოდენობის მიღება შეუძლიათ, ამის შესაძლებლობა საკანონმდებლო დონეზე შექმნილია, დანარჩენი კი საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი იქნება.

„თუ ოპოზიციას შეუძლია, რომ მიიღოს იმდენი ხმები, რომ მათ რაიმე კოალიცია შექმნან, ჩვენ ამის შესაძლებლობა შექმნილი გვაქვს. სისტემა, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ, თავისთავად ყველა ოპოზიციურ პარტიას აძლევს საშუალებას, რომ მათ მაქსიმალური მხარდაჭერა მოაგროვონ. ვნახოთ, აქ არის ერთ თვეში არჩევნები. მე მგონია, რომ ზოგიერთები, არათუ კოალიციას შექმნიან, არათუ მხარდაჭერას გაზრდიან, იმის ნახევარ მხარდაჭერასაც ვერ მიიღებენ, რაც დღევანდელ პარლამენტში აქვთ და ამას თქვენ დაინახავთ. რაც შეეხება კოალიციის შექმნას - მეორე ტური, კოალიცია, მათ შორის, მყარი საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც, ჩვენ გვჯერა, რომ ავიღებთ, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოება და მოქალაქეები. ამიტომ, ჩვენ ვენდობით საზოგადოების არჩევანს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო