გიორგი ხანიშვილი შპს „ეფკოს“ ლურჯი მოცვის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „ეფკოს“ ლურჯი მოცვის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მისასალმებელ სიტყვაში, გიორგი ხანიშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების შესახებ და ყურადღება პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„რიცხვები ეფექტიანობის კარგი მზომელია. დღეისათვის, ლურჯი მოცვი, საექსპორტო პოტენციალის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერი პროდუქტია. მოგეხსენებათ, მუდმივად ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების დივესიფიკაციის მიმართულებით. 2019 წელს, 664 ტონა ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რაც შთამბეჭდავი მონაცემია. მხოლოდ ლურჯი მოცვის გასაშენებლად, სახელმწიფომ 14 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალია ქართველი ფერმერებისთვის“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

უწყების ცნობით, შპს „ეფკოს“ 32 ჰა ლურჯი მოცვის პლანტაცია, რომელიც გურიაში, დაბა ლაითურში მდებარეობს, 2016 წელს, სს „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიციის შედეგად გაფართოვდა.

შპს „ეფკოს“ მმართველი, ქართული მულტიპროფილური საინვესტიციო კომპანია „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპია“, რომლის მიზანსაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლურჯი მოცვის მწარმოებელი აგროკომპანიის შექმნა წარმოადგენს და რომელიც, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, 9 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

ღონისძიებას, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, კომპანიის „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპი“ აღმასრულებელი დირექტორი გია მორჩილაძე, შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა