ფიქრია ჩიხრაძე - თუ მმართველი გუნდი არ გაითვალისწინებს, საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებას, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება

თუ ქვეყანაში არ დასტაბილურდება მდგომარეობა და როგორც მმართველი გუნდი, ისე პოლიტიკური პარტიები არ იზრუნებენმშვიდობიანი გარემოს შექმნაზე, 2020 წლის არჩევნები არასამართლიან გარემოში ჩაივლის, - ამის შესახებ "ლელოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებას წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები მკაფიოდ ეუბნებიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან გარემოში, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.

„კელი დეგნანის დღევანდელი განცხადება არის ამის ცხადი დასტური, რომელიც ეუბნება როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე სხვა პოლიტიკურ ძალებს, უნდა გამოასხივონ განწყობა, რომ არჩევნები იყოს ძალადობისგან თავისუფალი. დღევანდელი ხელისუფლება რას ასხივებს - ძალადობა განხორციელდა პოლიტიკურ წარმომადგენელზე, მათ შორის, "ლელოზე". ჩვენ არ გვინახავს არცერთი გამოძიებული საქმე და დასჯილი ადამიანი, პირიქით. ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ წამახალისებელ ეფექტს ახდენს მათ მომხრეებზე. ვითარება არის ძალიან რთული და მათ თუ ყურად არ იღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები, რა თქმა უნდა, მძიმე ვითარება იქნება და არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამრავლდება მსგავსი ქმედებები და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება," - განაცხადა ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ „გულდასაწყვეტია იმ ინციდენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელს საქართველოში ხდება - ძალადობა მიუღებელია“.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კომენტარს „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა