დღეს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) პირველი შეხვედრა გაიმართა

დღეს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) პირველი შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის: მსაჯულების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები და გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თანაარსებობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული თემები.

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და გენერალურმა პროკურომა გახსნეს. საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღნიშნულ სფეროში ხანგრძილივი გამოცდილების მქონე ადვოკატები, მოსამართლეები და პროკურორები, ისევე როგორც პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო (Bench-Bar) აქტიურად გააგრძელებს შეხვედრებსა და მუშაობას, მათ შორის რეგიონებში.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა მხარდაჭერილია ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მიერ.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დაარსების შესახებ მემორანდუმს ადვოკატურის, სასამართლოს და პროკურატურის ხელმძღვანელებმა 16 ივლისს მოაწერეს ხელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა