„ევროპის უნივერსიტეტის" სამი სტუდენტი სწავლას პოლონეთსა და ბულგარეთში გააგრძელებს

„ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლანა ნავროზაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ლოთიშვილი სწავლას ვარშავაში არსებულ ვისტულას უნივერსიტეტში გააგრძელებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპის უნივერსიტეტიდან“ აცნობეს.

სტუდენტები პოლონეთში 2020 წლის 3 ოქტომბერს მიემგზავრებიან. მათი საერთაშორისო მობილობის პერიოდი 2020-2021 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრს მოიცავს.

ამასთან, ტურიზმის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მანანა ტყემალაძე 2020-2021 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრს ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში გაატარებს. ის ბულგარეთში, 4 ოქტომბერს მიემგზავრება.

თითოეულ სტუდენტს "ევროპის უნივერსიტეტმა" სრულად დაუფარა საერთაშორისო მობილობასთან დაკავშირებული შემდეგი ხარჯები: სწავლის გადასახადი, ავიაბილეთის საფასური და საცხოვრებელი.

ევროპის უნივერსიტეტი საქართველოში 2012 წელს დაფუძნდა და სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, უცხოელი სტუდენტების ადგილზე განათლების მიღების უზრუნველყოფასაც ახორციელებს.

უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებთან ერთად 900 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე იღებს განათლებას, მათ შორის სამედიცინო მიმართულებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა