არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის“ საუბნო საარჩევნო მონიტორინგის შესახებ განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის“ საუბნო საარჩევნო მონიტორინგის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებიდან აცნობეს, წყალტუბოს ოლქის ერთ-ერთი უბანი მათ დამკვირვებელს ღია, თუმცა, ცარიელი დახვდა. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ უგულებელყოფილი იყო პანდემიის პირობებში გასატარებელი ღონისძიებებიც.

„გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის“ დამკვირვებლები საუბნო საარჩევნო უბნების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აწარმოებენ. წყალტუბოს N-58 ოლქში, N-11 უბანზე, ჩვენს დამკვირვებელს საარჩევნო უბანი დახვდა ღია, თუმცა ადგილზე არ იმყოფებოდა პასუხისმგებელი პირი, დამკვირვებელმა მოიძია კომისიის წევრები, რომლებმაც განაცხადეს, რომ უბანი დროებით, პირადი ინიციატივით დატოვეს. უბანში შესვლის დროს დამკვირვებელს არ ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. აგრეთვე უგულებელყოფილ იქნა კოვიდ-19 პანდემიის პირობებში გასატარებელი სხვა ღონისძიებები.

დამკვირვებელმა მისცა მითითება, რომ შენობაში შესვლამდე აუცილებლად უნდა განხორციელდეს პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით თერმოსკრინინგი, დადგენილება N-24/2020 გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.

გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის“ წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკოს) და ყველა საუბნო საარჩევნო კომიიის წევრებს შეასრულონ საკუთარი უფლებამოსილება, იყვნენ სამუშაო ადგილზე. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მკაცრად დაიცვან კოვიდ-19-ის რეგულაციები,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა