მიხეილ ჩხენკელმა სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ერთობლივი ცენტრის- სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის, საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე საჯარო-კერძო უნივერსიტეტების პარტნიორობის საფუძველზე, სამართლისა და ეკონომიკის მეცნიერების სფეროში ჩამოყალიბებული პირველი ინტერდისციპლინური ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს.

ღონისძიებაზე ასევე, გაიმართა საკორპორაციო სამართლის კომიტეტის პრეზენტაცია, რომლის შემადგენლობაში უზენაესი, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შედიან.

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის დამფუძნებლებს იუბილე მიულოცა და სახელმწიფოსთვის განმსაზღვრელ სფეროებში ინტერდისციპლინური კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მსურს, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრს მივულოცო იუბილე. ცენტრი ახორციელებს უაღრესად მნიშვნელოვან ინტერდისციპლინურ კვლევებს და წარმოადგენს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების თანამშრომლობის ძალიან კარგ მაგალითს. ასევე, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი ასპექტი ცენტრის მოღვაწეობისა გახლავთ ის, რომ სამეცნიერო-კვლევით პროცესში სტუდენტებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართული”, - განაცხადა ჩხენკელმა.

„საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამართლისა და ეკონომიკის ცენტრსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის, რომელსაც ხელი ირაკლი ბურდულმა და ნინო ქადაგიძემ მოაწერეს. სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის მიერ საუნივერსიტეტო ბაზაზე ერთობლივად დაფუძნებული სტრუქტურული ერთეულია, რომელიც მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო, სამეცნიერო თუ პრაქტიკული პროცესების სტიმულირებასა და მონიტორინგს, პრობლემასა და გამოწვევაზე ეფექტიან რეაგირებას, სამართლებრივ-ეკონომიკურ ექსპერტიზას, კვლევის შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობასა და პრაქტიკაში ინკორპორირებას. ორი წლის განმავლობაში ცენტრის ეგიდით ჩატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები სამართლისა და ეკონომიკის სფეროს აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, სხვადასხვა ფორუმის ფარგლებში გაიმართა ინტერდისციპლინური დისკუსიები, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართული სასამართლო ხელისუფლების, ადვოკატთა კორპუსის, კერძო იურიდიული კომპანიებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. სამართლისა და ეკონომიკის საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს