აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - მტერი ჩვენს სოფლებზე საარტილერიო შეტევას ახორციელებს, ჩვენ შესაბამისი ზომებით ვპასუხობთ

მტერი ჩვენს სოფლებში, გუზანლიში, ალიბაილიშსა და აიაგ გარვანდში, საარტილერიო შეტევას ახორციელებს, რასაც შესაბამისი ზომებით ვპასუხობთ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ქალაქ ტარტარში და ასევე შემდეგ სოფლებში : საჰლააბაბში, გაფანლიში, გაინაქში, ასკიფარაში, ჰუსანლიში, აიაგ გარვანდში, იმამგულუბეილიში, გარადაგლიში, ტაზაკენდში, მუგანლიში, ქიამედინიში, რანჯბარლაში და ტაფგარაგოიუნლუში.

მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სომხეთის თავდაცვის უწყებამაც.

მათი ინფორმაციით, დღეს დილით, სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის 3 საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა