„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – “ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილი 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 16 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატებისა და მათი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკურ შემოწირულობები შეისწავლა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილი 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 16 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, 13 – თავად, ხოლო 3-ის მხოლოდ ოჯახის წევრი.

„საერთაშორისო გაჭირვალობის“ კვლევის თანახმად, 17 კანდიდატს, მათი ოჯახის წევრებსა და ბიზნეს პარტნიორებს 2012-2020 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 621,987 ლარი აქვთ შეწირული, საიდანაც 285,302 ლარი 12 კანდიდატის პირადი შემოწირულობაა. პარტიის 5 ყველაზე მსხვილი შემომწირველია ცეზარ ჩოჩელი – 134,000, კახაბერ ოქრიაშვილი – 90,000, დავით კირკიტაძე – 77,000, ნანუკა ჟორჟოლიანი – 62,500 და ხატია დეკანოიძე - 52,000.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა