სერგი კაპანაძე - როგორც ჩანს, „ოცნების“ წევრები იგულიანებენ თავს და აგულიანებენ თავის ლიდერს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვენელი, სერგი კაპანაძე, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, ზოგიერთი პარტია არათუ კოალიციას შექმნის, არამედ იმაზე ნაკლებ მხარდაჭერას აიღებენ, რაც დღევანდელ პარლამენტში აქვთ.

კაპანაძის თქმით, თალაკვაძე და მისი ხელმძღვანელი ივანიშვილი მოწყვეტილები არიან რეალობას და ისინი ვერ აღიქვამენ იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ქვეყანა.

კაპანაძის თქმით, ყველა ობიექტური კვლევით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი, რომ მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ასეთი განცხადებები მათ არაადეკვატურობაზე მიუთითებს.

კაპანაძის თქმით, იმ უმძიმესი ვითარებიდან გამოსვლას, რაც დღესაა, ქვეყანა ვერ შეძლებს „ქართული ოცნების“ გასტუმრების გარეშე.

არჩილ თალაკვაძე და მისი ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილი, სრულიად მომწყდარია საქართველოში არსებულ რეალობას. მათი გამოსვლებიც პრეზენტაციაზე, როდესაც თითქოს პროგრამა უნდა წარედგინათ, მაგრამ რეალურად ისაუბრეს წარსულზე, ამის ნათელი დადასტურებაა.

ისინი, ან ვერ აღიქვამენ, ან არ აღიქვამენ იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც ჩააგდეს ქვეყანა ბოლო პერიოდში და იმ ჭაობს, რომელშიც ჩვენ ყველა ვიხრჩობით, რასაც თან ემატება კორონას ზრდა და თან ემატება რეგიონში ომი. ეს არის ის უმძიმესი მდგომარეობა, რომლიდანაც თუ „ქართული ოცნება“ არ გავისტუმრეთ ოპოზიციაში, უბრალოდ ქვეყანა ვეღარასოდეს ვეღარ დაიხსნის შემდეგ თავს.

ამიტომ, ამის ფონზე, როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, იმის ფონზე, როდესაც ხალხში არის ძალიან დიდი მოლოდინი და სურვილი გარდამტეხი ცვლილებების და იმის ფონზე, როდესაც ყველა კვლევაში ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უმრავლესობა, რომ მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა, ასეთი ტიპის განცხადებები თალაკვაძისა და მისი სხვა მეგობრებისა და თანაგუნდელების, უბრალოდ აჩვენებს, როგორი არაადეკვატურები არიან ისინი და როგორც ჩანს, იგულიანებენ თავს და აგულიანებენ თავის ლიდერს, რადგან ეს განცხადებები არ არის კავშირში იმ მძიმე რეალობასთან, რაც მათ მოიტანეს ქვეყანაში.“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა