ირმა ნადირაშვილი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საკუთარი მოქალაქეები ფეხებზე კიდიათ

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის ახალ პროექტს ეხმაურება.

ნადირაშვილის განმარტებით, მაშინ როდესაც ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია და ადამიანები შიმშილობენ, „ქართული ოცნება“ ჩინოვნიკების ხელფასებს ზრდის და საჯარო სამსახურებში პარტიულ მუშაკებს ასაქმებს.

„ჯერჯერობით, გვაქვს ვითარება, როდესაც მთავრობის აბსოლუტურად უტვინო პოლიტიკის გამო, მათ შორის, კოვიდთან მიმართებაში, ეკონომიკა მიწასთან არის გასწორებული. ეკონომიკაში ძალიან დიდი მინუსი გვაქვს, ყოველდღიურად უკან-უკან მივდივართ და ხალხი ღარიბდება, ასეთი პროგნოზი, რომ იქნება 5%-იანი ზრდა, ეს არის ფანტასტიკის სფერო ჩვენი არაკომპეტენტური და უსინდისო ხელისუფლების პირობებში.

რაც შეეხება ბიუჯეტის ახალ პროექტს, სადაც ჩინოვნიკებისათვის ხელფასების ზრდა არის დაანონსებული, ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს წინასაარჩევნოდ სჭირდებათ ხმებისთვის, მაგრამ ეს არის უტიფრობა და უსინდისობა, როდესაც ქვეყანაში არის 800 000 ადამიანი, რომელსაც დღეში მხოლოდ 3-4 ლარის დახარჯვა შეუძლია საკუთარი შვილების გამოსაკვებად და ამ დროს ვიგებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო და სხვა სამინისტროები ბიუჯეტს ზრდიან, ეს არის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ, მათ ფეხებზე კიდიათ საკუთარი მოქალაქეები“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა