ლევან კობერიძე -  ეპიდემიასთან ბრძოლაში მონაწილე მედიცინის სფეროს მუშაკების წახალისება და ფინანსური მოტივირება არ ხდება

კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში მონაწილე მედიცინის მუშაკების წახალისება და ფინანსური მოტივირება არ ხდება“,-ამის შესახებ, „ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლმა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ "ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სამედიცინო სფეროს თანამშრომლების ანაზღაურებაზე ისაუბრა.

„ კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში მონაწილე მედიცინის სფეროს მუშაკების წახალისება და ფინანსური მოტივირება არ ხდება. ყველაზე სამწუხაროა, რომ ეს მომავალშიც კი არ არის დაგეგმილი. პირიქით, მიმდინარეობს სამედიცინო საზოგადოების ერთგვარი ტერორი, ახალი არაადეკვატური რეგულაციების შემოღება, ექიმების დაკავება, დაშინება და პირველად ჯანდაცვის სექტორში ხელფასების შემცირება. ჯერ არ მომხდარა გაზაფხულზე შესრულებული უზარმაზარი სამუშაოს სრულყოფილი დაფინანსება.

მთავრობა ვერ აანალიზებს იმ ფაქტორს, რომ სამედიცინო სტრუქტურის გამართული მუშაობა და პირველ რიგში, ღირსეულად დაფასებული და მოტივირებული მედიცინის მუშაკები არიან კორონავირუსის ეპიდემიის ეფექტიანი მართვისა და საბოლოო დამარცხების საწინდარი.

ჯანდაცვის მუშაკების კომპენსაციის გაზრდა არის ერთ -ერთი გზა, რომლითაც მთავრობას შეუძლია მხარი დაუჭიროს იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგანან,“ - განაცხადა კობერიძემ.

მისივე თქმით, ვინც ეპიდემიის წინა ხაზზე მუშაობს უნდა წახალისდეს დამატებითი 1000 ლარით.

კობერიძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტში განიხილეს, სამედიცინო პერსონალისთვის არანაირი წამახალისებელი თანხა არ არის გამოყოფილი. კობერიძე მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები დაუფასებლები არიან, მთავრობა კი მხოლოდ მადლობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, აუცილებელია ბიუჯეტში კონკრეტული სქემა ჩაიდოს, რომელიც უშუალოდ ექიმებს და ექთნებს შეეხებათ.

ბრიფინგს ესწრებოდა “ლელოს” ჯანდაცვის წარმომადგენელი ვატო სურგულაძეც. მისი თქმით, როცა მსოფლიოში ექიმების ხელფასი 20%-ით იზრდება საქართველოში ექთნები მინიმალურ ხელფასზე მუშაობენ.

„აუცილებელია სამედიცინო, ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, ვინც ჩართულია ეპიდემიის არსებობის პერიოდში, მოხდეს ყოველთვიური ბონუსური სისტემის შემუშავება, რომლის გაკეთებაც არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. გარდა იმ ადამიანებისა, ვინც უშუალოდ ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში, დღეისათვის, ქვეყანაში დაახლოებით 25000 დასაქმებული სერტიფიცირებული ექიმია და ამდენივე ექთანი. უმრავლესობა გადანაწილებულია სხვადასხვა კერძო კლინიკაში. ექთნები იძულებულნი არიან, შეთავსებით დასაქმდნენ 3,4 და ზოგჯერ, ხუთ ადგილზეც კი, მათ შორის, სხვა ქალაქშიც და მუნიციპალიტეტში. პირველ რიგში, დაბალი ანაზღაურება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2013 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში არ ხდება ტარიფების შეცვლა, პირიქით, ზოგიერთი დაავადების მკურნალობის ტარიფებმა დაიკლო. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომელიც იყო 2013 წელს, დარჩა 2020-ში, რაც სამედიცინო პერსონალის შრომის პირობების დარღვევაა,“ - განაცხადა სურგულაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს