მიხეილ სააკაშვილი - ბუბა კიკაბიძე არ არის მხოლოდ მომღერალი, ის  კარგი გაგებით პოლიტიკოსი და რაც მთავარია, დიდი ქართველი პატრიოტია

ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბუბა კიკაბიძე მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე და დიდი ქართველი პატრიოტია.

„ბუბა კიკაბიძე მთელმა საბჭოთა რუსეთის თაყვანისმცელთა ბრიგადამ ჩვენს სიაში მტრის აგენტად და ოკუპანტის წარმომადგენლად გამოაცხადა.

ადამიანს ზუსტად ის უნდა დააბრალო, რაც არ არის - ეს მათი საყვარელი ხელწერაა! ბუბა კიკაბიძე მთელ მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის არ არის მხოლოდ მომღერალი და მსახიობი, უფრო მეტიც, ის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე, კარგი გაგებით პოლიტიკოსი და, რაც მთავარია,დიდი ქართველი პატრიოტია. ბუბა კიკაბიძის პასუხი ყველა რუსეთუმის შეტევაზე მისი სიმღერაა, რომელიც 2008 წელს დაწერა და რომლითაც ის რუსეთის ე.წ. ლიბერალურ შემოქმედებით ინტელიგენციას საბოლოოდ გაემიჯნა“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, მომღერალი ბუბა კიკაბიძე „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო