ირმა ნადირაშვილი - ამ ვალს ისე იღებენ, თითქოს ეს არ იყოს ჩვენი შვილების და შვილიშვილების გადასახდელი

ხელისუფლების საგარეო ვალთან დაკავშირებული პოლიტიკა ტრაგედიაა“,- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი მთავრობის მხრიდან საგარეო ვალების აღებას.

ნადირაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები და მათთან დაკავშირებული პირები ჯიბეში იდებენ იმ ფულს, რომელიც მომავალში საქართველოს მოქალაქეების გადასახდელი იქნება.

„ ცალკე ტრაგედიაა საგარეო ვალთან დაკავშირებული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. ამ ვალს ისე იღებენ, თითქოს ჩვენი შვილების და შვილიშვილების გადასახდელი არ იყოს.

კატასტროფული ვითარება გვაქვს, თან ამ ვალს რაში იყენებენ? იყენებენ იმისთვის რომ ხალხის უბედურების ხარჯზე ისევ ფული გააკეთონ. ჩვენ ვიცით, როგორ მოიქცნენ პანდემიის დროს, როცა ორი და სამი დღის შექმნილ კომპანიებს, რომლებიც დაფუძნებული იყო ჩინოვნიკების ნათესავებისა და პარლამენტარების ნათესავების მხრიდან, მოაგებინეს ტენდერები ან ერთ პირთან გააფორმეს ხელშეკრულებები.

ფული, რომელიც უნდა გადაიხადონ ჩვენმა შვილიშვილებმა, „ქართული ოცნება“ დღეს ჯიბეში იდებს“,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა