გიორგი ვაშაძე - ვეკითხები ივანიშვილს და დამსხვრეული ოცნებების ფულის მკეთებელთა გუნდს, რა გააკეთეთ, საერთოდ, როგორ უსწორებთ  ხალხს თვალს?!

დადგა დრო გავერთიანდეთ და უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე, ყველანი დავიღალეთ“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიული სიის ოცეულის წარადგინისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, დადგა დრო ურთიერთდაპირისპირება დასრულდეს და კამათი მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული იყოს.

„დადგა დრო, გავერთიანდეთ, უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე, ყველანი დავიღალეთ . ტელევიზორს ჩართავ და მთავარი საუბარია ვინ ცუდია და ვინ - უარესი.

დადგა დრო პროფესიული კამათი იყოს თუ რომელი პროექტი, რა ტიპის განვითარება სჯობს, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ ვუშველოთ სოციალურად დაუცველებს, როგორ დავეხმაროთ პენსიონერებს, როგორ მივცეთ ახალგაზრდებს მომავალი ამ ქვეყანაში. ჩვენ გვინდა თქვენთან ერთად მოვიყვანოთ მოქმედებაში აღმშენებლობის სტრატეგიები", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან მმართველ გუნდს მიმართა. გიორგი ვაშაძის თქმით, „დამსხვრეული ოცნებების ფულის მკეთებელთა გუნდმა“ ნიჰილიზმი, სიღარიბე, კრიმინალი და საშინელი ყოფა მოიტანა.

" გასული 8 წლის განმავლობაში საქართველომ უმძიმესი პერიოდი გამოიარა. თქვენთან ერთად ვეკითხები ბიძინა ივანიშვილს და დამსხვრეული ოცნებების ფულის მკეთებელთა გუნდს, რა გააკეთეთ 8 წლის განმავლობაში?! როგორ უსწორებთ ხალხს საერთოდ თვალს?! რა მოიტანეთ ქვეყანაში?! თქვენ მოიტანეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაჭირვება, ნიჰილიზმი, სიღარიბე, კრიმინალი და საშინელი ყოფა. აი ამის დაამარცხებას ვაპირებთ ჩვენ, 31 ოქტომბერს კი დიდ გამარჯვებას", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს