VII-XII კლასებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებასთან დაკავშირებით  სამინისტრო განმარტებას აკეთებს

VII - XII კლასებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებასთან დაკავშირებით სამინისტრო განმარტებას აკეთებს.

უწყების ცნობით, ბრძანება ეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენების შესაძლებლობას.

„როგორც ცნობილია, პირველი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლებში სწავლა პირველიდან მეექვსე კლასებში გაგრძელდა საკლასო ოთახებში, მაგრამ მოსწავლეთა ინტერესებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, მშობლებს მიეცათ არჩევანის საშუალება, დისტანციურ სწავლასა და საკლასო ოთახში სწავლას შორის. ამისთვის, სამინისტროს მიერ შეიქმნა ახალი ელექტრონული პორტალი - online.emis.ge, სადაც I-VI კლასის ჩათვლით მშობლებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაარეგისტრირონ შვილები დისტანციური სწავლების მიზნით. სწორედ აღნიშნულ ბრძანებაში განისაზღვრა I-VI კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ვადები, რაც შეეხება VII -XII კლასებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებას, ბრძანებაში მითითებული ვადა პირობითია და შეიცვლება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრძანება საშუალებას აძლევს სკოლებს, VII-XII კლასებში სწავლის სასკოლო ოთახებში განახლების შემდეგ, მოსწავლეებს, მათი სურვილის შემთხვევაში შესთავაზონ დისტანციური სწავლების მოდელი. აქვე უნდა განვაცხადოთ, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა არაერთგზის აღნიშნა, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ყველა მოსწავლე ამ სემესტრში დაუბრუნდეს სასკოლო გარემოს და მიმართა საზოგადოებას, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო