ბორის ჯონსონი ტრამპზე - ეჭვი არ მეპარება, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ის დარწმუნებულია, აშშ-ის პრეზიდენტი კოვიდ 19-სგან მალე განიკურნება.

„ცხადია, ყველას გვსურს, პრეზიდენტსა და პირველ ლედის საუკეთესო ვუსურვოთ,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპი ენერგიული ადამიანია, რაც მას გამოჯანმრთელებაში დაეხმარება.

„დარწმუნებული ვარ, კარგად გადაიტანს და მალე გამოჯანმრთელდება,“- აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს, კორონავირუსი დაუდასტურდათ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი კოვიდ 19-ით აპრილში იყო დაინფიცირებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს