გიორგი ვაშაძე - 31 ოქტომბერს დასრულდება ფულის მკეთებელთა გუნდის ის ქმედებები, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე მიიყვანა

2021 წლის პირველი მარტიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრებას ვგეგმავთ“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიული სიის ოცეულის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, მოქალაქეებს პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად მაღალპროცენტიანი სესხის აღება უწევთ.

„საქართველოს ერთ მილიონზე მეტი მოქალაქე დღეს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. რასაც ემატება ისიც, რომ ჩვენს მოქალაქეებს ბანკიდან უწევთ უსამართლოდ მაღალი პროცენტით სესხის აღება პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად. უფრო მეტიც, ჩვენს პენსიონერებს უწევთ 36-40%-იანი სესხის აღება, რაც კიდევ უფრო დიდი უსამართლობაა.

"სტრატეგია აღმაშენებელი" სწორედ ამისთვის არსებობს. პირადად მე პოლიტიკაში იმისთვის ვარ, რომ დავასრულოთ ეს და სხვა მსგავსი დიდი უსამართლობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვგეგმავთ, 2021 წლის პირველი მარტიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრებას. სწორედ "სტრატეგია აღმაშენებელი" არის ის გუნდი, რომელიც გეგმავს 2020 წლის დეკემბერში პენსიონერებისთვის უსამართლოდ მაღალი 36 – 40%-იანი სესხის პროცენტის ჩამოწერას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა