გიორგი ვაშაძე - ფულის მკეთებელთა გუნდის „მოღვაწეობა“ უნდა დასრულდეს და გზა დაუთმონ საქმის მკეთებელთა გუნდს „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახით

"სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც 4 წელიწადში შექმნის სამასი ათასამდე დამატებით სამუშაო ადგილს“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიული სიის ოცეულის წარდგენისას განაცხადა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა დღეს უმძიმეს ვითარებაშია.

„ჩვენი ეკონომიკა გაჩერებულია. ჯერ კიდევ პანდემიამდე უმუშევრობა რეკორდულ მინიმუმამდე დავიდა. ხელფასები იმდენად მცირეა, რომ ვერ აკმაყოფილებს ცხოვრების ელემენტარულ მოთხოვნებს. ახლა უკვე დამატებით 220 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაკარგა სამუშაო. სწორედ ამიტომ, "სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც 4 წელიწადში შექმნის სამასი ათასამდე დამატებით სამუშაო ადგილს: აგრარულ სექტორში, 9 ინდუსტრიულ პარკში, სასტუმროების ინდუსტრიაში,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო