ეკა ბესელიამ საარჩევნო შტაბები ზუგდიდში, ფოთში, სენაკსა და ზესტაფონში გახსნა

პარტიას „სამართლიანობისთვის“ დასავლეთ საქართველოში უკვე 7 საარჩევნო შტაბი აქვს, ბათუმის, ქობულეთისა და ოზურგეთის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საარჩევნო შტაბები ზუგდიდში, ფოთში,სენაკსა და ზესტაფონში გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტის პრესსამსახური ავრცელებს.

ეკა ბესელია, მაჟორიტარი და პროპორციული სიის კანდიდატები ამ ქალაქების მოსახლეობას შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები წარუდგინეს.

პარტია „სამართლიანობისთვის“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში 26 ნომრით მონაწილეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს