მამუკა ხაზარაძე - ჯანდაცვის სისტემის განახლებისთვის რეფორმები აუცილებელია

“ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და პარტიის ჯანდაცვის გუნდმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს “მარშალის გეგმა” და ჯანდაცვის პროგრამა გააცნეს.

მამუკა ხაზარაძემ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის განახლებისთვის. მისი თქმით, საჭირო გეგმა დეტალურადაა გაწერილი “ლელოს” “მარშალის გეგმაში”.

„ჩვენ სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან ვატარებთ მსგავს პრეზენტაციას, ვხვდებით ამომრჩეველს. დღეს გვაქვს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა, ორი დღის წინ გვქონდა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა, დეტალურად განვიხილავთ ამ გეგმას და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ ვიღებთ ძალიან დადებით გამოხმაურებას, რადგან ეს არის ძალიან კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული გეგმა. “მარშალის გეგმა” ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობას - რაც შეიძლება მალე, 4 წელიწადში.

ეს არის ის, რაც, განასხვავებს “ლელოს” სხვა პარტიებისგან - ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს რეკონტრუქცია, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის წამოწევა, ჯანდაცვა და ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრაზეც აღინიშნა ეს ყოველივე, გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვა ეხება თითოეულ მოქალაქეს,” - განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა