შსს - ​ნახიდურში  „ნამოძრაობის“ აქტივისტის ოჯახის წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს  პოლიციელებს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ნახიდურში მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის მიერ გაცემული დაკავების განჩინების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის - 1986 წელს დაბადებული ა.ი.-ს საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ.

მოსამართლის განჩინებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ა.ი.-ს მიერ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების - გ.ა.-სა და ი.ა.-ს მიმართ განხორცილებული ძალადობა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს ა.ი.-ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
“მარტივი გზა შენს ახალ სახლამდე” – Myhome-ის განახლებული დეველოპერული კომპანიების მოდული
„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებზე ზრუნვის 10 წლისთავს აღნიშნავს
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება