კახა კალაძე - სამწუხარო ფაქტებია, როცა ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, ვინც გაბედავს დანაშაულის ჩადენას, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, არის ფიზიკური დაპირისპირების კონკრეტული სამწუხარო ფაქტები და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„წინასაარჩენო კამპანია, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. არის კონკრეტული სამწუხარო ფაქტები, სადაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და მე აქ არ დავიწყებ იმის გარჩევას თუ რომელი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი ძალადობა და შესაბამისად, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი და ვინც გაბედავს დანაშაულის ჩადენას, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს