ანგელა მერკელსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფაშინიანი მერკელს მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებსა და აზერბაიჯანის სასარგებლოდ თურქეთის ჩართულობაზე ესაუბრა.

გერმანიის კანცლერმა კი, ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი პროცესის განახლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება განსაკუთრებით 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

იხილეთ ვიდეო:

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს