დონალდ ტრამპი - გაცილებით უკეთ ვარ, მე უნდა დავბრუნდე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან სოციალურ ქსელ „ტვიტერის“მეშვეობით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, მისი მკურნალობისთვის მომდევნო რამდენიმე დღე ნამდვილი გამოცდა იქნება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საავადმყოფოში გადასვლის მომენტში თავს არც ისე კარგად გრძნობდა, ახლა კი მისი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.

„მე უნდა დავბრუნდე, რადგან ჩვენ უნდა გავხადოთ ამერიკა დიადი, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მოუთმენლად ველოდები წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებას ისე, როგორც ის დავიწყეთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის და მსოფლიო ლიდერებს თანაგრძნობისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო