ირმა ნადირაშვილი - ხალხის აზრი არის მკაფიო, რომ ახლა გარდამტეხი ცვლილებების და ბიძინა ივანიშვილის მოშორების დროა

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი, გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში ადგილობრივებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირმა ნადირაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.

ნადირაშვილის თქმით, როგორც ამ სოფელში, ისე მთლიანად ქვეყანაში არის ცვლილებების მოლოდინი. მისივე განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არის კონკრეტული მომავლის ხედვა, რომელიც ამოიყვანს ქვეყანას მძიმე კრიზისიდან და თითოეულ მოქალაქეს გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს.

„ჩვენი გუნდი დღეს არის მარტყოფში, სადაც ვატარებთ შეხვედრებს კარდაკარ, ვაცნობთ ადამიანებს გარდამტეხი ცვლილებების გეგმას. ვესაუბრე უამრავ ადამიანს ამ სოფელში და მათი აზრი არის მკაფიო, რომ ახლა არის გარდამტეხი ცვლილებების და ბიძინა ივანიშვილის მოშორების დრო.

ვფიქრობ, რომ მარტყოფი, ისე როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები, აუცილებლად იტყვის გარდამტეხ სიტყვას ამ არჩევნებზე. ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მიატოვა ხალხი მძიმე გაჭირვებაში, ამიტომ საჭიროა ძირეული, გარდამტეხი ცვლილებები, რათა ამ ხალხისთვის გაიხსნას ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა