მარინა ენდელაძე - გავუფრთხილდეთ თბილისს, რომ იგივე არ მოხდეს, რაც აჭარაში - საჭიროა რეგულაციების დაცვა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევიდან ერთი აჭარაში დაფიქსირდა, ხოლო მეორის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 31 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, მარინა ენდელაძის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული 3 და 6 თვის ბავშვები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ერთი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, მეორის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს. ასაკოვანია, თუმცა, ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ არ ვიცი. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამჟამად 31 კოვიდინფიცირებულია. ველოდებით ახალ პაციენტებს. კრიტიკულია მხოლოდ ერთი პაციენტი, ასევე გვყავს 3 და 6 თვის ბავშვები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,-განაცხადა ენდელაძემ.

მისი განმარტებით, აუცილებელია სიფრთხილე და რეგულაციების დაცვა.

„გავუფრთხილდეთ თბილისს, რომ იგივე არ მოხდეს, რაც აჭარაში. უნდა გავფრთხილდეთ, რომ თბილისშიც არ იყოს სერიოზული მატება, ამისთვის საჭიროა ისევ და ისევ რეგულაციების დაცვა“, - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 50-მდე გაიზარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს