ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის კიდევ 7 სოფელი დაიკავა

აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის კიდევ 7 სოფელი დაიკავა - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონტროლი ჯებრილის, ფიზულისა და ტერტერის რაიონებში კიდევ 7 სოფელზე დაამყარა.

იქამდე კი, ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კონტროლი სოფელ მაგადიზშიც აღადგინეს.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება განსაკუთრებით 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

იხილეთ ვიდეო: ილჰამ ალიევი- აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის კიდევ 7 სოფელი დაიაკვა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა