მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანი - აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია

აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია - ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა ვაგრამ პოღოსიანმა განაცხადა.

ქალაქ განჯის მიმართულებით ყარაბაღის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს ადასტურებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც.

ამასთან, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა აზერბაიჯანის მოქალაქეებს მოუწოდა დატოვონ ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განთავსებული.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ 450-მდე ჯარისკაცი, 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 10 უპილოტო თვითმფრინავი, სამი თვითმფრინავი და სამი „სმერჩის“ სადგური დაკარგა.

იხილეთ ვიდეო: მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანი - აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს