არჩილ თალაკვაძე და სოზარ სუბარი სამგორში წარმატებულ სტუდენტებს და პედაგოგებს შეხვდნენ

ახალგაზრდობა არის ქვეყნის მომავალი და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად ვხედავთ მომავალი განვითარების პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამგორში განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, სოზარ სუბართან იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, წელს სამგორის რაიონში სკოლა 2462 მოსწავლემ დაამთავრა, საიდანაც 100%-იანი გრანტი 48 მოსწავლემ მოიპოვა, ხოლო 70%-იანი კი 118-მა. სწორედ ამ წარმატებულ სტუდენტებთან და მათ დამრიგებლებთან გაიმართა შეხვედრა.

„ეს არის ორი თაობა, რომელიც ქმნის წარმატებას ქვეყანაში და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს პროგრესული მომავალი. ჩვენ ვისაუბრეთ გეგმებზე, რომლებიც გვაქვს განათლების სფეროში და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ახალგაზრდებთან იმ სამ მნიშვნელოვან პრიორიტეტზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და უფრო მეტი ენერგიით განვაგრძობთ მომავალში. ეს არის განათლება მათთვის, ეს არის დასაქმება, პირველი სამუშაო, სამსახური და ეს არის რეკრეაცია, სპორტი და გართობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალგაზრდისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროექტები, გვაქვს ხედვა და ახალგაზრდებთან ერთად, ვაპირებთ გავაგრძელოთ მომავალში. ახალგაზრდობა არის ქვეყნის მომავალი და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად ვხედავთ მომავალი განვითარების პროცესს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სოზარ სუბარის განცხადებით, მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„დღეს შევხვდით წარმატებულ სამგორელ პირველკურსელებს, ახალგაზრდებს. სხვადასხვა სპეციალობები, სხვადასხვა უნივერსიტეტები, მაგრამ ერთნაირად ანთებული თვალები, ერთნაირი სწავლის სურვილი და ერთნაირი მგზნებარე სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში, ქვეყნის გარდაქმნაში და ჩვენგანაც ეს იყო მთავარი თხოვნა, მოწოდებაც, რჩევაც, ისტორიის გაკვეთილიც, რომ როგორც მნიშვნელოვანია წიგნი და კომპიუტერი, ასევე მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცხოვრების გარდაქმნა იწყება დღეიდან და ეს უნდა დაიწყონ მათ და მათ უნდა ააშენონ მომავლის საქართველო. ამისთვის ყველა პირობის შექმნა არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ მარტო უფროსი თაობა, მათ გარეშე, ვერაფერს ვერ გააკეთებს",- განაცხადა სოზარ სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა