არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მთავარი საზრუნავი არის მომავალი, წარსულს უკვე მისცა საზოგადოებამ შეფასება

ჩვენი მთავარი საზრუნავი არის მომავალი, წარსულს უკვე მისცა საზოგადოებამ შეფასება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სიღნაღში გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ბიზნესის თავისუფლება იქნება.

„დღეს ყველა მოქალაქეს აინტერესებს რა იქნება მომავალში. ჩვენ მზად ვართ რომ განვაახლოთ თქვენთან ნდობა, მზად ვართ რომ თქვენთან ერთად განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება და ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალზეც. ჩვენ მომავალში უფრო დიდ ყურადღებას მივაქცევთ განათლებას და შევქმნით უფრო მეტ შესაძლებლობებს განათლების სფეროში, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ უფრო ხარისხიანი, უფრო კონკურენტული ცოდნა და უფრო მეტი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ გვსურს, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის და ამისთვის, გავაძლიერებთ ისეთი პროგრამების მუშაობას, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, როგორიც არის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, როგორიც არის ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტო და მისი პროგრამები, როგორიც არის ფერმერების მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ბიზნესის მხარდაჭერა, ბიზნესის თავისუფლება რჩება ჩვენს მთავარ მნიშვნელოვან პრიორიტეტად. ჩვენ გვსურს შევქმნათ ახალი შესაძლებლობები და უფრო თანაბარი შესაძლებლობები ქალაქებსა და სოფლებს შორის, რათა რეგიონებში კიდევ უფრო მეტად გადანაწილდეს ეკონომიკა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გარდა ამისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, დღეს ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა და არა ერთ ადამიანს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ჯერ კიდევ სჭირდება.

„რა თქმა უნდა, ბევრია გამოწვევა, არაერთი ადამიანი რჩება სიღარიბის პირისპირ და არაერთი ადამიანია, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იმ მიზნებით, გეგმით და ხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებთ. ამ არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ვინაიდან ეს საპარლამენტო არჩევნები აძლიერებს თქვენ პირდაპირ კონტროლს ხელისუფლებაზე და ამისთვის ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ. ჩვენ შევცვალეთ და ჩავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, „ქართული ოცნება“ არის ძალა და პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უახლეს ისტორიაში პირველმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა