ნინო ბურჯანაძე ფოთში მხარდამჭერებს შეხვდა

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ფოთში ჩავიდა და მხარდამჭერებს შეხვდა.

მისი განცხადებით, ფოთი უპატრონოდ არის მიტოვებული და მთელი ქვეყნის დოვლათი ერთი ადამიანის საკუთრებაში არ უნდა იყოს.

,,ფოთი რომელიც ულამაზესი ქალაქი, დღეს ლამის ჭუჭყიან ვენეციად არის ქცეული. ფოთი, რომელიც არის საპორტო ქალაქი, უდიდესად სტრატეგიული დანიშნულება აქვს ქვეყნის ეკონომიკურად განვითარებისათვის, მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ? პორტი, რომელიც ნახევრად ცარიელია, ფოთელები, რომლებსაც სამუშაო ადგილი არ აქვთ და ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ თავს ვერ ხედავენ ამ ქალაქში. გამოსავალი არის, ამუშავდეს და დაიტვირთოს ფოთის პორტი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, გზა გავუხსნათ ფართომასშტაბიან ინვესტიციებს. ერთი ადამიანის საკუთრება არ უნდა იყოს ქვეყნის დოვლათი. ის უნდა მოხმარდეს ბიუჯეტს და თითოეულ თქვენგანს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარტიის ლიდერმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საარჩევნო პროცესი შეაფასა.

,,არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა. მე და ჩემი გუნდი მოვედით თქვენთან, რათა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის სწორი გადაწყვეტილება. აირჩიოთ, როგორი მომავალი გინდა ფოთისთვის და ფოთელებისთვის. მე და ჩემი გუნდი, რასაც გპირდებით, არის ძალიან რეალისტური. ჩვენ გთავაზობთ პროგრამას, რომელიც ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, თითოეული თქვენგანის მომავალს უკეთესს გახდის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ინფორმაციას ,,ერთიანი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა