კახა კახიშვილი ისნის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი ისანში მცხოვრებ ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.

კანდიდატის განცხადებით, მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და ესაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც აწუხებთ ვეტერანებს.

„ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის გმირები არიან, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლოს მთლიანობა და თავისუფლება.

მათ გავაცანი ჩემი პროგრამა და ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც აწუხებთ ვეტერანებს. დავპირდი, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ, თითოეული მათგანის გვერდით ვიდგები და ვიქნები ერთ-ერთი იმ პარლამენტარებიდან, რომელიც აქტიურად დაიცავს მათ უფლებებს საკანონმდებლო ორგანოში“, - განაცხადა კახიშვილმა.

ინფორმაცია კანდიდატის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა