სომხეთში კორონავირუსი 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 571 ადამიანს დაუდასტურდა, 5 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან სრულიად განიკურნა 89 პაციენტი. ამ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 52 496 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 44 600-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება მსხვერპლს, კორონავირუსს სომხეთში 1 299 ადამიანი ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა