გიორგი გახარია - წელს, რთველის განმავლობაში, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ჩაბარებულია 250 მილიონ ლარზე მეტი ყურძენი

წელს, რთველის განმავლობაში, უკვე, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ჩაბარებულია 250 მილიონ ლარზე მეტი ყურძენი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სიღნაღში, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ის ფულია, რომელიც თითოეული ქართველი ფერმერის და თითოეული კახელი მევენახის ოჯახში შევიდა.

„დღეს, დიდი პატივია, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და ჩვენი მომავალი 4 წლის გეგმებზე საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ეს საუბარი იწყება დღეს აქ, ქიზიყში, სიღნაღში, სადაც იწყება რთველი და წელს, რთველი იყო ერთ-ერთი საუკეთესო. მარტო სიღნაღის რაიონმა, უკვე 20 000 ტონა ყურძენი დააბინავა და საბჭოთა კავშირის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში, ასეთი მოცულობის რთველი და ყურძენი, სიღნაღის რაიონს არ ჩაუბარებია. გარდა ამისა, ყველას კარგად გახსოვთ, რომ 2013 წელს, მთელ საქართველოში, 50 000 ტონა ყურძენი იკრიფებოდა, წელს, ჩვენ უკვე ველოდებით 300 000-მდე, 280 000-მდე უკვე აშკარად გვექნება. 6-ჯერ გაზრდილი ყურძნის მოსავალი, რაც ნიშნავს ახალ ვენახებს, ახალ ფერმერებს, ოჯახებში შესულ დამატებით შემოსავალს. წელს, რთველის განმავლობაში, უკვე, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ჩაბარებული არის 250 მილიონ ლარზე მეტი ყურძენი. ეს ის ფულია, რომელიც თითოეული ქართველი ფერმერის და თითოეული კახელი მევენახის ოჯახში შევიდა. ზოგჯერ, ხანდახან, ვიღაცას კითხვის ნიშანი უჩნდებოდა ხოლმე, რომ საერთოდ რად გვინდა სოფლის მეურნეობაო, სოფლის მეურნეობას არ დავეხმაროთო. რთველი სანამ დაიწყებოდა, შესანიშნავი მოსავალი იყო ატმის, რომელიც ასევე წარმატებით ჩაბარდა. წელს, შიდა ქართლში მიდის უკვე ვაშლის აღება, სამეგრელოში გრძელდება თხილის აღება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს ყველაფერი კეთდება და სახელმწიფო, თითოეულ ადამიანს, ჩვენს მოქალაქეს გვერდით უდგას იმიტომ, რომ სოფლად გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი, ისეთი, რომელიც შეძლებს, ჯერ თავისი ოჯახის წევრები დაასაქმოს, შემდეგ მეზობელი და კიდევ უფრო გაამყაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა.

„რა თქმა უნდა, სიღნაღში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, დღეს, პანდემიის გამო, ტურიზმის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ყველას დაგვეტყო, მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს ეს გასაგებად, როგორც არ უნდა ცვლიდეს ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, რასაც ექიმები გვირჩევენ, ცოტა ხანი კიდევ უნდა მოვითმინოთ და პირბადეც უნდა გავიკეთოთ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ჩვენს მოხუცებულებზე ვიზრუნოთ. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გვეზრდება, ვმართავთ ამ პროცესს და მთავარია, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ და კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ხანდაზმულ ადამიანებს, ამას დიდი პასუხისმგებლობა აქვს. უბრალოდ უნდა მოვუაროთ ამ ხალხს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო მარტივად და ეფექტურად, დისციპლინას დავიცავთ და დავიცავთ ამ წესებს, მით უფრო მალე დავამარცხებთ ამ განსაცდელსაც და მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენს ეკონომიკას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს