კახა კუჭავა - ცდილობენ ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინონ  როგორც ერთ-ერთი მხარე სომხეთ - აზერბაიჯანის კონფლიქტისა - ნებისმიერ დეზინფორმაციას შესაბამისი პასუხი გაეცემა

ჩვენ ამ კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად გადაწყვეტას მივემხრობით და მაქსიმალურად შევეცდებით ამ კუთხით ჩავერთოთ, შევთავაზოთ საქართველო თუნდაც, მოლაპარაკების მაგიდის სახით, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო კადრებს, თითქოს საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილით იარაღი გადააქვთ.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, საქართველო ბოლომდე დარჩება ამ პრინციპის ერთგული.

"მიუხედავად მცდელობისა როგორც გარე ფაქტორებისგან და ძალიან კარგად ვიცით ვინ არიან ესენი ასევე, სამწუხაროდ, გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნითაც ცდილობენ ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინონ როგორც ერთ-ერთი მხარე ამ კონფლიქტისა. ეს არის სიცრუე და მათი მხრიდან ამ მცდელობას შედეგი ვერ მოჰყვება, რადგან ჩვენი პოზიცია არათუ მკაფიოდ არის დაფიქსირებული არამედ, ძალიან კარგად გვაქვს კომუნიკაცია მხარეებთან და შესაბამისი ქმედებები ხორციელდება, რომ ნებისმიერი სახის დეზინფორმაციას შესაბამისი პასუხი გაეცეს",- განაცხადა კუჭავამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ორივე მხარეს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის ჩართულობა მშვიდობის მიღწევის კუთხით, ბოლომდე გამოიყენონ.

"კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დეზინფორმაციაა ის გავრცელებული ინფორმაცია რომელზეც არა მხოლოდ გუშინ არამედ წინა დღეებშიც იყო მცდელობა - მოსახლეობამდე მიეტანათ, თუმცა შესაბამისი პასუხი იქნება გაცემული ნებისმიერ ასეთ დეზინფორმაციაზე", - განაცხადა კახა კუჭავამ.​

კუჭავას განცხადებას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო