ექიმი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან ხვალ გაეწერება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "უოლტერ რიდის" სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან შესაძლოა ხვალ გაეწეროს.

მისი ექიმის განცხადებით, ტრამპმა დაასრულა "რემდესივირის" მეორე დოზა და "დღეს ის თავს კარგად გრძნობს".

მისივე თქმით, დაგეგმილია, რომ ორშაბათიდან პრეზიდენტმა მკურნალობა თეთრ სახლში გააგრძელოს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდათ.

დონალდ ტრამპი მოგვიანებით პრევენციის მიზნით სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, „თავს გაცილებით კარგად გრძნობს“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა