მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს - თითოეულ თქვენგანს, თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით, უდიდესი წვლილი შეგაქვთ უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს საერთაშორისო დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. ჩხენკელის განცხადებით, პედაგოგთა შრომა პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისას განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა.

„5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა! მინდა გულითადად მოგილოცოთ ეს დღე, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით მომავალი თაობების აღზრდაში.

თითოეულ თქვენგანს, თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით, უდიდესი წვლილი შეგაქვთ უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში.

თქვენი შრომა, ღვაწლი და ამაგი განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისას.

იცოდეთ, რომ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მონდომებას, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებას, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნება.

ღრმად მწამს, მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად.

გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისთვის.

წარმატებებსა და ჯანმრთელობას გისურვებთ!“,- აღნიშნულია ჩხენკელის მილოცვაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა