ილჰამ ალიევი სომხეთს - ვინ ხართ თქვენ, რომ ჩვენ პირობებს გვიყენებთ? - ჩემი პირობაა, ფაშინიანმა აზერბაიჯანელ ხალხს ბოდიში მოუხადოს და თქვას, რომ ყარაბაღი სომხეთი არაა

სომხეთის ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ გვიანი არაა. ფაშინიანმა პირობები წაგვიყენა. ვინ ხართ თქვენ, რომ ჩვენ პირობებს გვიყენებთ? მოდით, ვნახოთ, რა არის ახლა თქვენი პირობები! დაჩოქილები ითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის პირობას აზერბაიჯანი ორი წლის განმავლობაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის თხოვნით ასრულებდა.

„მან მითხრა, რომ ქვეყნის შიგნით მძიმე მდგომარეობა იყო და პრობლემის გადასაჭრელად დრო ითხოვა, მითხრა, რომ ახალი იდეები ჰქონდა. მეც დავთანხმდი, მაგრამ შემდეგ რა მოხდა? ერთი წლის შემდეგ მან განაცხადა : „ყარაბაღი სომხეთია.“ ახლა თქვას, რომ ყარაბაღი სომხეთია. სატელეფონო ზარების დროს გამართული საუბრებისას, მეკითხებიან, რა არის ჩემი პირობა. ჩემი პირობა უცვლელია. აღიაროს, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. თქვას, რომ საკუთარ ჯარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანს. თქვას, რომ აზერბაიჯანელ ხალხს ბოდიშს უხდის და რომ ყარაბაღი სომხეთი არაა,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება
პირველად საქართველოში: „შატო მუხრანი“ მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 58-ე ადგილს იკავებს