კაჭრეთის „ამბასადორში“ აფხაზეთის თასზე საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა

კაჭრეთის „ამბასადორში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, აფხაზეთის თასზე საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, ტურნირში აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობდნენ და შეჯიბრის გამარჯვებულები თასებით და სამახსოვრო პრიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ცირეკიძემ დააჯილდოვეს.

მათივე ცნობით, ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავს მოსახლეობაში ცხენოსნობის პოპულარიზაციასა და განვითარებას, ახალგაზრდა თაობის აქტიურ ჩართულობას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს