ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 50 044 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 50 044 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 690 ადამიანი გარდაიცვალა. ამ მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 7 418 107 შემთხვევა გამოვლინდა, 209 725 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 911 699 - გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების, ასევე ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ვებ-გვერდ wordometers-ის მიხედვით, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 35.4 მილიონს გადააჭარბა, ვირუსს 1 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო