ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პოლიტიკოსებს საარჩევნო კამპანიის წარმოება დაძაბულ და სტრესულ გარემოში უწევთ

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს. მისი შეფასებით, ხელისუფლება „უტვინოდ და უპასუხისმგებლოდ მოიქცა“, როდესაც კორონავირუსის შემთხვევების დაბალი მაჩვენებლების დროს ქვეყანა ჩაკეტა.

ამასთან, ირმა ნადირაშვილის განმარტებით, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პოლიტიკოსებს საარჩევნო კამპანიის წარმოება ძალიან დაძაბულ და სტრესულ გარემოში უწევთ.

„ჩვენი ხელისუფლება უტვინოდ და უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც კორონავირუსის 5 და 10 შემთხვევა იყო, ჩაკეტეს მთელი ქვეყანა, გააჩერეს და თქვეს, რომ საფრთხე არ არისო. ამით ეკონომიკა ნულზე დაიყვანეს, ახლა ყოველდღიურად 500-ზე მეტი შემთხვევაა, ლეტალობა გაიზარდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აღარ გვეუბნება, რომ ეს საგანგაშო მდგომარეობაა. ცხადია, პანდემიას და კორონას „ქართული ოცნება“ პოლიტიკური მიზნებისთვის მხოლოდ სათავისოდ იყენებს, თუმცა, მათ ვერ მოახერხეს ვერც პანდემიის მართვა, ვერც შეკავება და მივიღეთ ვითარება, როცა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, თუ როგორ უნდა ჩატარდეს უსაფრთხოდ არჩევნების დღე ან საარჩევნო პერიოდი, როგორ უნდა იყოს უსაფრთხო, რადგან ყველა ადამიანის ირგვლივ წრე ყოველდღე ვიწროვდება. ჩვენ საარჩევნო კამპანიის წარმოება ძალიან დაძაბულ და სტრესულ გარემოში გვიწევს იმიტომ, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკოსებს ძალიან ბევრი ადამიანის ნახვა უწევთ, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, არ ვიცით, კორონავირუსით დაავადებული ადამიანები როგორ მოახერხებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, შეზღუდულია მათი კონსტიტუციური უფლება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. უამრავი კითხვის ნიშანია, მაგრამ „ხელისუფლებას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული“ და დუმილის უფლებას იყენებს“,-განაცხადა ნადირაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო