მამუკა ხაზარაძე - უმუშევრობამ ,,ქართული ოცნების“ უუნარო, ახლა უკვე 9-წლიანი მმართველობის პერიოდში, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

უმუშევრობამ ,,ქართული ოცნების“ უუნარო, ახლა უკვე 9- წლიანი მმართველობის პერიოდში, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, 550 000 უმუშევრად დარჩენილი ადამიანი კატასტროფული ციფრია და „ქართულ ოცნებას“ გეგმაც კი არ აქვს თუ, როგორ დაძლიოს ეს პრობლემა.

„დღეს ასობით ათასი ადამიანი უსამსახუროდ არის დარჩენილი და ეს პანდემიის გამო არ ხდება. პრობლემა პანდემიამდეც მწვავედ იდგა. ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე დღეს უცხოეთში, ურთულეს პირობებში მუშაობს, რომ აქ მყოფი ოჯახი სიღატაკისა და შიმშილისაგან იხსნას. ოფიციალური სტატისტიკით, დღეს საქართველოში, უმუშევრობის მაჩვენებელი, 18.5 პროცენტია, თუმცა ვიცით, რომ რეალური ციფრი 27 პროცენტს აჭარბებს. დღესაც, პანდემიის მართვისას, არათანმიმდევრული მოქმედებებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ტოვებს უმუშევარს. 550 000 ადამიანი, ეს კატასტროფული ციფრია და „ქართულ ოცნებას“ გეგმაც კი არ აქვს თუ, როგორ დაძლიოს ეს პრობლემა, არათუ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად,“ - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ გუნდმა, არაერთხელ შესთავაზა მთავრობას გამოსავალი და სწორი ნაბიჯები, რათა ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემები დაგვემარცხებინა.

,,ჩვენ, თუ ახლავე არ დავიწყეთ სწორი და რადიკალური რეფორმების გატარება, სიტუაცია უფრო და უფრო დამძიმდება. „ლელომ“, და ჩვენმა გუნდმა, არაერთხელ შესთავაზა, ამ არაპროფესიონალ მთავრობას გამოსავალი და სწორი ნაბიჯები, რათა ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემები დაგვემარცხებინა. „მარშალის გეგმით”, რომელიც „ლელომ“ და მისმა გუნდმა წარმოადგინა, ჩვენ შეგვიძლია ყოველ წელს შევქმნათ 50.000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც მომდევნო 4 წელიწადში 200.000-ით ნაკლებ უმუშევარს ნიშნავს. „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, როგორ მართოს კრიზისი და გააჩინოს შესაძლებლობა. „ლელომ“ ეს იცის და ჩვენ გუნდს ეს შეუძლია! ჩვენ ვიცით, როგორ ვაკეთოთ საქმე!“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა