კახა კალაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადებაზე საუბარი საერთოდ არ არის და ის ჩატარდება.

„არჩევნები ჩატარდება. ამ ხნის განმავლობაში პარტიებს შესაძლებლობა აქვთ, საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ და თანაბარ პირობებში ჩაატარონ. ის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ამას ჩვენც ველოდებოდით, ამაზე ვსაუბრობდით. ამ ვირუსთან ადაპტირება და თანაცხოვრება მოგვიწევს. პირველ ტალღასთან შედარებით, დღეს უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს, ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ამ ვირუსს. რა თქმა უნდა, ვიდრე არ იქნება ვაქცინა, უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის დარგის სპეციალისტებს და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც იძლევიან. იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ყველაზე მთავარია ელემენტარულის გაკეთება, პირბადის ტარება. ეს არის ყველაზე მეტად დამცავი საშუალება იმისა, რომ ერთმანეთი არ დავაინფიციროთ", განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!