გიგი უგულავა - მცირე ბიზნესებისა და კერძო ინიციატივების ხელშეწყობა უნდა იყოს პრიორიტეტული მიმართულება

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში, მოცვის პლანტაციებს ესტუმრა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ახალი აგროპროდუქტების გაშენებას და კერძო ინიციატივებს, რათა მოსახლეობა დასაქმდეს და ამოვიდეს სოციალური და ეკონომიკური კრიზისიდან.

გიგი უგულავას განმარტებით, სწორედ „ევროპული საქართველოს“ გეგმა, რომ სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწები გადაეცეთ ხალხს, წაახალისებს ამგვარ ინიციატივებს და მოუტანს ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს.

„სოფელ ნარაზენში, სადაც ადრე, კომუნისტების დროს, ძირითადად, ჩაის კულტურა მოდიოდა, ყველაზე პოპულარული ახალი აგროპროდუქტი არის მოცვი. სულ რაღაც, 10-15 წელია, რაც აქტიურად დაიწყო ამ კულტურის დანერგვა ზუგდიდში, ის ყველაზე რენტაბელურია და ამიტომაც ძალიან პერსპექტიულია. სრულფასოვანი დამუშავების შემდეგ, მე-7 წელს უკვე, სუფთა მოგება 1 ჰექტარზე შეიძლება დარცეს 100 000 ლარი, რადგან კილოს ფასი საკმაოდ მაღალია.

ეს არის ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც ჩვენ აქტიურად უნდა შევუწყოთ ხელი, დავეხმაროთ კერძო ინიციატივებს. მახსოვს, როდესაც პირველად დავიწყეთ მოცვზე საუბარი, იყო სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები, იუმორისტული ჟანრის შეძახილები, თუმცა ფაქტია, რომ ვხედავთ გაშენებულ ფერდობებს, ველოდებით პირველ მოსავალს, რითაც ადამიანებს შვება მიეცემათ. ეს არის სწორი მიდგომა, უნდა ვიყოთ გაბედულები, რადგან გამბედაობას და ცოდნას ერთობლიობაში მოაქვს განვითარება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო