არჩილ თალაკვაძე - იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენება ქვეყნისთვის უნიკალური საჩუქარია

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენება ქვეყნისთვის უნიკალური საჩუქარია.

თალაკვაძის თქმითვე, აღნიშნულ პარკს ეკოლოგიური, რეკრეაციული და ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება.

„იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება ეს არის უნიკალური საჩუქარი არა მარტო დედაქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილმა წარსულში, უპასუხისმგებლო ჩინოვნიკების მიერ გასხვისებული უკვე მერამდენე აქტივი გამოისყიდა და საზოგადოებას დაუბრუნა. ქველმოქმედება საქვეყნო საქმეებში - ეს არის მისი უცვლელი ხელწერა. თბილისის ცენტრალური პარკი არის კიდევ ერთი მასშტაბური, მწვანე პროექტი და მას ექნება ეკოლოგიური, რეკრეაციული და ეკონომიკური მნიშვნელობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო