გიორგი ვაშაძე - შემდგომი ერთი თვის მანძილზე უფრო მეტი იქნება ოპოზიციის მხარდაჭერა

შემდგომი ერთი თვის მანძილზე უფრო და უფრო უარესი იქნება დამსხვრეული ოცნებების მხარდაჭერა ფულის მკეთებელთა გუნდთან მიმართებით და მეტი და მეტი იქნება ოპოზიციის მხარდაჭერა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, „სტრატეგია აღმაშენებელი“ საქმის მკეთებელთა გუნდია, რომელმაც ახალი სახეები პატრიოტიზმით, პროფესიონალიზმითა და პატიოსნებით შეარჩია.

„ვფიქრობ, შემდგომი ერთი თვის მანძილზე უფრო და უფრო უარესი იქნება დამსხვრეული ოცნებების მხარდაჭერა ფულის მკეთებელთა გუნდთან მიმართებით და მეტი და მეტი იქნება ოპოზიციის მხარდაჭერა, მაგრამ ასევე ვიტყვი, ყველაზე სწრაფად მზარდი იქნება ჩვენი რეიტინგი, რადგან ჩვენ ვართ საქმის მკეთებელთა გუნდი, ჩვენ გვყავს ახალი სახეები, ახალი ადამიანები, ვისაც საზოგადოება ითხოვდა. პრინციპულად უარი ვთქვით წინა თაობის პოლიტიკოსებზე, არც ერთს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ხალხს ახალი ენერგია სჭირდება. ამ ადამიანებიდან ბევრს იცნობთ, ბევრს არ იცნობთ და გაიცნობთ, მაგრამ პრინციპულად ვთქვით: პროფესიონალიზმი, სუფთა წარსული, პატიოსნება და პატრიოტიზმი. აი, ეს არის განმსაზღვრელი, რითაც ხალხს ვარჩევთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 56%-ს არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლა სურს, 26%-ს კი არა.

კითხვაზე - რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ყველაზე ეფექტიანად მოგვარებას, გამოკითხულთა 18% პასუხობს, რომ ასეთი პარტია „ქართული ოცნებაა“, 17%-ს მიაჩნია, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია. ის, რომ პრობლემებს ეფექტიანად მოაგვარებს „ევროპული საქართველო“, გამოკითხულთა 6 %-ს ჰგონია. „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%-ს, „ლელო“ - 2%-ს.

კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 24.5% “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 17.4% – “ნაციონალურ მოძრაობას” და “გაერთიანებულ ოპოზიციას,” “ევროპულ საქართველოს” კი 6.9%.

მოსახლეობის 3.6% “ლელოს” მისცემდა ხმას, 3.4% “სტრატეგია აღმაშენებლს”, 1.9% “ლეიბორისტულ პარტიას”, 1.8% “გირჩს”, 1.7% “პატრიოტთა ალიანსს”, “ერთიან საქართველოს” 1.0%, “მოქალაქეებს” 1.0%, სხვა პარტიებს 3.8%.

IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა