ნინო ბურჯანაძე ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ჩავიდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე შიდა ქართლის ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად, ბერშუეთის და ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა, სადაც კონფლიქტის მოგვარების და ბორდერიზაციის შეწყვეტის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად იზრდება და ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებმა ადამიანებმა არ იციან, „რა წამს გაავლებენ მათ ჭიშკართან საზღვარს“.

„ეს არის ტრაგედია, თქვენ წაგართვეს საფლავები, ყოველდღიურად გართმევენ მიწას. მინდა მოსახლეობას ვუთხრათ, რომ სწორედ მე და ჩემი გუნდი ვართ ის ძალა, რომელსაც შეუძლია მცოცავი ოკუპაციის პრობლემის მოგვარება. ჩვენ გვაქვს ძალა, გამოცდილება და გამბედაობა გავაჩეროთ ბორდერიზაცია.“ - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ბეშუეთისა და ნიქოზის მოსახლეობას.

მხარდამჭერებმა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ მოსახლეობას აქვს ისეთი პრობლემები, როგორიცაა საძოვრები, სარწყავი და სასმელი წყალი. ასევე ისაუბრეს ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, რომელიც მათი თქმით, ბეშუეთისა და ნიქოზის სოფლებში განსაკუთრებულად მძიმეა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ბეშუეთში სასმელი და სარწყავი წყალი არ აქვთ, არა იმიტომ, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა წყლის მიწოდების მთელი რესურსი საკუთარ ნაკვეთებში გადაიყვანეს და მოსახლეობისათვის მარაგი არასკმარისი აღმოჩნდა.

„ბატონო ბიძინა, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ აპირებთ თქვენ 50%-ის და მეტის აღებას, როდესაც ყველა რაიონში, ყველა სოფელში ადამიანები არიან უკიდურესად გაჭირვებში, ისინი გამოხატავენ უკმაყოფილებას და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად იზრდება და ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებმა ადამიანებმა არ იციან, რა წამს გაავლებენ მათ ჭიშკართან საზღვარს. ჩვენ ამას დავასრულებთ, დავასრულებთ მშვიდობიანად არჩევნების გზით და შევძლებთ, რომ ქვეყანას ვუპატრონოთ.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა