ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, ქვეყნის მასშტაბით რეანიმაციულ განყოფილებაში 115 ადამიანია მოთავსებული.

„სუნთქვის აპარატზე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი გვყავს ქვეყნის მასშტაბით 23, რეანიმაციაში 115 და კრიტიკული მდგომაროება აღენიშნება 36 პაციენტს, აქაც ჩართულია ცენტრალური კლინიკური ჯგუფი, რომელიც კოვიდის დაწყებისთანავე მოქმედებს საქართველოს მასშტაბით მათი კონტროლის ქვეშ იმართება ყველა პაციენტი. ასევე დამატებით გვაქვს ამოქმედებული რამდენიმე მექანიზმი, რომელიც გულისხმობს კლინიკურ კონსულტანტს. ამ პაციენტების მონიტორინგი ხდება საკმაოდ მკაცრად და ზედმიწევნით ყველა პროტოკოლის დაცვით“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ამას გარდა, მინისტრის ინფორმაციით, საწოლფონდში კვლავ სულ 3 ათასამდე საწოლია მობილიზებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა